დღე IV – ახალი იდენტობის ძიებაში

6თანამედროვე ელექტრონული მუსიკა, საკლუბო კულტურა და ქვიარ აქტივიზმის საკითხები - ჟურნალისტებმა, გიორგი კიკონიშვილმა და მაგდა კალანდაძემ ბანაკში ამ თემებე ისაუბრეს. კლუბური კულტურა, როგორც  მუსიკაში გამოხატული წინააღმდეგობა, როგორც მოძრაობა სოციალური თანასწორობისთვის, როგორც განსხვავებული ადამიანების ინტერაქციის საშუალება; ინდივიდუალური იდენტობის მნიშვნელობა ერის განვითარებისთვის და ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებისთვის - ჟურნალისტები ასეთ საკითხეებს შეეხნენ და აღნიშნეს, რომ დღეს განსხვავებულ ადამიანებს არ აქვთ კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის უსაფრთხო, მიმღებლური გარემო, რაც მათ უბიძგებს თავიანთი სივრცეები შექმნან და იქ იგრძნონ თავი თავისუფლად, რეალიზებულად, არა სანახაობად.

ასეთი ადგილები ბოლო პერიოდში მომრავლდა თბილისში, შეიქმნა ძალიან კარგი კლუბები, მაღალი ხარისხის მუსიკით, რაც არამარტო ქართველ, არამედ უცხოელ მომხმარებლებსაც იზიდავს. ეს აღმოჩენების, კულტურების გაცვლის, განვითარების ადგილებია.

"კლუბები ქმნიან სივრცეებს თანამედროვე საქართველოში, სადაც ადამიანები იდენტობის გამორკვევას მათი ღირებულებებისა და ცხოვრების წესის მიხედვით ახორციელებენ. ეს სივრცეები, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არამეინსტრიმული იდენტობისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის საქართველოში. გიორგი კიკონიშვილი, რომელიც, ქვიარ აქტივიზმის და იდენტობის პოლიტიკის ერთ-ერთი განმახორციელებელია, გვესაუბრა მის გამოცდილებაზე ალტერნატიული ქვიარ აქტივიზმში", - ლილე ყაზაშვილი, ქუთაისის დემოკატიის სკოლა

  •  
  •