დღე IV – ლიტერატურული მარათონი – „ეს მე ვარ“

7მეხუთე დღეს ლიტერატურულმა მარათონმა დაასრულა. მარათონის თემა, მოკლე თხზულების შექმნა სათაურით - „ეს მე ვარ“, ფაქტობრივად, ბანაკის პროგრამის შეჯამება იყო და მონაწილეებს უბიძგებდა საკუთარი გამოცდილება ბანაკში მიღებულ ცოდნასთან კავშირში გადმოეცათ.

ლიტერატურული მარათონი გვიან საღამოს დაიწყო. ჩაკეტილ სივრცეში მყოფი ბანაკის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში, შუაღამემდე წერდნენ საკუთარ თავზე, საკუთარ იდენტობაზე.

ლიტერატურული მარათობის გამარჯვებულები ბანაკის დასკვნით ეტაპზე, საზეიმო ცერემონიალზე გამოვლინდა. ნამუშევრები სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა და მწერალმა და ჟურნალისტმა, რუსუდან რუხაძემ შეაფასეს. საუკეთესო ხუთეულში, გარდა გამარჯვებულებისა, შედიოდნენ ქრისტინე მაღლაკელიძე, ლექსო ვალიაური და გიორგი ბეჟანიშვილი, ბანაკის ფოტოგრაფი. გამარჯვება, პირველი და მეორე ადგილი კი ქუთაისი დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებმა - ონისე ჯაიანმა და თათა კაჭკაჭიშვილმა მოიპოვეს. მათ სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

  •  
  •