დღე IV – უცხოდან „დაავადებულ ჩვენამდე“, ანუ „ქართველი გეი არ არსებობს“

5ეკა აღდგომელაშვილმა, გენდერის საკითხის ექსპერტმა ბანაკში, იდენტობის ჭრილში საქართველოში სექსუსლაური უმცირესობების მდგომარეობა მიმოიხილა. მან თხრობა ისტორიიდან დაიწყო და აღნიშნა, რომ არატრადიციული სექსუალური ქცევა ჩვენს  ადათებშიც დევს. მაგალითად, წაწლობის ტრადიცია, კინტოებისა და კაფიების კულტურა, ბერიკაობა. დღევანდელ საქართველოში განსხვავებული სექსუალური ქცევა პირდაპირ იგმობა  და ჰომოსექსუალებისგან ჩვენს ქვეყანაში ქმნიან უცხოს, რომელიც „ჩვენიანი“ არ არის, რასაც მოსდევს ისეთი ფრაზები, მაგალითად, როგორიცაა „ქართველი გეი არ არსებობს“.

მომხსენებლის თქმით, ამ პროცესში დიდია მედიის როლიც, როგორც ღირებულებების გავრცელებისა და დამკვიდრების მნიშვნელოვანი ინსტიტუტის. მედიაში ჰომოსექსუალების რეპრეზენტაცია 2000 წლიდან იწყება, თუმცა ეს პროცესი ცალსახად ნეგატიურია: ჰომოფობიური სიძულვილის ენის ტირაჟირება ხდება ძირითადად პოლიტიკოსების მხრიდან, რადგან ეს თემა სენსიტიურია და პოლიტიკურად მომგებიანი. 2007 წლიდან ჰომოფობიას რელიგიური კონტექსტიც ემატება, ცოტა უფრო მოგვიანებით კი ანტიდასავლური კონტექსტი ძლიერდება, რაც დღესაც აქტუალურია.

პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებად მომხსენებელი ხედავს იმაში, რომ ტოლერანტობის კულტურის დანერგვა ფორმალური განათლების საშუალებით ხდებოდეს და ინფორმაციის გავრცელების პროცესი ბევრად უფრო მასიური და ღრმა იყოს.

  •  
  •