დღე IV – ქრისტიანობისა და ეროვნული იდენტობა

3ქრისტიანობისა და ეროვნული იდენტობის კავშირზე ეპისკოპისმა რუსუდან გოცირიძემ ისაუბრა: ხშირად ქართულ ნაციონალლიზმს უკავშირებენ მართმადიდებლობას და ამას ისტორიული საფუძველი აქვს. რაკი ძალიან ხშირად ვიყავით სხვა რელიგიის წარმომადგენლებისგან დაპყრობილი, ქრისტიანობა ჩვენთვის თავდაცვის საშუალებაა. ალბათ, ასე რომ არ ყოფილიყო, უფრო მეტად მოვახერხებდით იმის გააზრებას, თუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი, ეთნიკურად ქართველი ან საქართველოს მოქალაქე.

ქრისტისნობა ძველი აღთქმიდან აღმოცენებული რელიგიაა, სადაც საერთოდ არ იყო რელიგია და ეთნიკურობა ერთი და იგივე. ღვთის რჩეულობა საერთოდ არ არის ერთი ეთნიკური ჯგუფის ჩარჩოებში ჩაკეტილი. მნიშვნელოვანია, ეს თანამედროვეობაშიც გავიაზროთ. ქრისტეს ქრისტიანობაც კი არ დაუფუძვნებია. ის მოვიდა იმიტომ, რომ ის კედლები, რომლითაც ტაძრები იყო შემოსაზღვრული, დაენგრია. დღეს კი ისევ ვაშენებთ ამ კედლებს. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მრავალფეროვნების გარეშე ფონს ვერ გავალთ. ვცხოვრობდით იტალიურ ეზოებში, ებრალებეთან, სომხებთან, ბერძენებთან ერთად. მერე მოინდომეს ჩვენი სტერილიზაცია.

რუსუდან გოცირიძე ეკლესიის როლსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეკლესია უნდა იყოს წინასწარმეტყველური სიტყვა საზოგადოებაში და ის ამას ვერ გააკეთებს, თუ სახელმწიფოსთან ფინანსურ გარიგებაში იქნება.

"ვუსმენდი რუსუდან გოცირიძეს, ეპისკოპოს ქალს და შეგრძნება დამეუფლა, რომ ერთი შეხედვით საქართველოში რელიგიური დაპირისპირების მოტივი არ არსებობს. განსხვავებული რელიგიები თანაარსებობენ, საქართველოს კონსტიტუცია არეგულირებს ნორმებს, თუმცა, რეალური ტოლერანტობა, რომელიც ჩვენს იდენტობაში გამყარდება, არ გვაქვს", - გიგა ფარტენაძე, ბათუმის დემკრატიის სკოლა.

  •  
  •