დღე V – ახალი ქართული იდენტობის ძიებაში: საქართველოს ევროპული არჩევანი

9საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ ლექცია კითხვით გახსნა - თანამედროვე ევროპული იდენტობა არის ჩვენი არჩევანი? და კითხვაზე პასუხის გაცემას ევროპისა და საქართველოს ისტორიის განვითარების ეტაპების შედარებით შეეცადა.

ფეოდალიზმი ევროპასა და საქართველოში ერთი და იგივე პერიოდში ვითარდება - საქართველოშიც გვაქვს იმ დროინდელი ეპიკური ჟანრის ნაწარმოები „ვეფხისტყაოსანი“, სახელმწიფოებრივი სისტემისა და პროფესიონალიზმის თემა მნიშვნელოვანი ხდება. მომდევნო მნიშვნელოვანი ეტაპები ევროპის განვითარებაში - რენესანსი და რეფორმაცია გამოვტოვეთ, შესაბამისად, გამოვტოვეთ ეკლესიის რეფორმაც, მარტინ ლუთერის მოძრაობა, როცა რელიგია გახდა არჩევანის საკითხი.

რაც შეეხება განმანათლებლობას, ევროპაში მე-18 საუკუნის ბოლო არის განმანათლებლობის ეპოქა, ჩვენთან მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი. უკვე 1976 წელს ჩვენთან იბეჭდება „დედა ენა“, არსდება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და საგრძნობლად იზრდება წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა. მომდევნო პერიოდი - ინდუსტრიალიზაცია, ცოტათი ვრცელდება საქართველოშიც, მაგრამ არასრულყოფილად. შემდეგ კი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდია, რამაც საქართველოს განვითარება ევროპულს დააშორა.

მაგრამ, თუ არა ევროპული იდენტობა, მაშინ როგორია ჩვენი იდენტობა? ირანის სახელმწიფოს მშნებლობაშიც მიიღეს ქართველებმა მონაწილეობა, მაგრამ ამ მხრივ არ გვქონია დინამიკა. ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ბუნებრივი, არამედ პრაგმატულიცაა. რაღაც მკვიდრდება იმიტომ, რომ ის შენი კულტურის ნაწლია და მოგწონს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ჩვენი საზოგადოება არ იყო მზად, ჰქონოდა ბრმა მორჩილება ხელისუფლებისადმი. დღეს ჩვენ ვქმნით ტრადიეციებს, რაზეც ჩვენი მომავალი აიგება. ჩვენ შესაძლოა ვერ ვასრულებთ ჩვენს ყველა იდეალს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იდეალებზე, ეს ყოველთვის არის ლიბერალური, დემოკრატიული იდეალები.

„ბაკურ კვაშილავამ ახალი რაკურსით დამანახა ქართული და ევროპული ურთიერთობის ხანგრძლივი და რთული ისტორია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ლექციის მონაკვეთი საქართველოს ევროპული არჩევანის ბუნებრივი და პრაგმატული ასპექტების შესახებ". გიორგი უღრელიძე, ბათუმის დემოკრატიის სკოლა.

  •  
  •