დღე V – იდენტობა და განვითარება: ორიენტირები მომავლისთვის

11ბანაკი ლევან ცუცქირიძემ, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დაასრულა, რომელმაც ბანაკი შეაჯამა და სამომავლო ორიენტირებზეც ისაუბრა: „გაკვეთილი ამ ბანაკიდან ჩემთვის არის ის, რომ იდენტობა არის ძალიან დინამიკური რამ, საკითხი, რომელიც არ მთავრდება, მთავარია, გქონდეს სწორი განწყობა და ღია იყო ამაზე დისკუსიისთვის. დღეს კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, არის ის, თუ რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი? რას ნიშნავს თანამედროვე პატრიოტიზმი? ძალიან არ ბნელა, მაგრამ მთლად ნათელიც არ არის, გვჭირდება სწორი ორიენტირი. დღეს ისტორიული შანსი გვაქვს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. გვაქვს თუ არა რესურსი, რომ დემოკრატიის ახალი ტალღა წამოვიდეს - ჩემთვის ამაზე პასუხი ხართ თქვენ, ხალხი რომელიც მთელი ამ დღეების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდით“, - ლევან ცუცქირიძემ ბანაკი ასე შეაჯამა და ბანაკის მონაწილეებს მომავალი ორიენტირების ჩამოყალიბებაში აქტიური ჩაბმისკენ მოუწოდა.

  •  
  •