დღე V – იდენტობის საკითხი თანამედროვე ევროპაში

10ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, იოჰანეს დაუმა თანამედროვე ევროპის იდენტობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს ყველა ქვეყანს აქვს იდენტობის კრიზისი, ამა თუ იმ ფორმით, მათ შორის ევროპულ ქვეყნებსაც. დღეს ევროპაში აქტუალუარია მიგრანტების თემა, თუმცა იდენტობისა და მიგრანტების კავშირზე კითხვები არ არსებობს. მართალია, სხვადსხვა სუბიექტები, მათ შორის პოლიტიკოსებიც, აკეთებენ პოპულისტურ განცხადებებს, რაც ერთგვარი წყარო ხდება ხალხში პოპულისტური განცხადებების დაწყების, მაგრამ ამას მკაცრად უნდა გავუმკლავდეთ, რომ არ პოვოს განვითარება. მარტო იმის თქმა, რომ ეს უსამართლობაა, არ არის საკმარისი, ჩვენ არგუმენტირებულად უნდა ვუპასუხოთ ასეთ გამოვლინებებს.

უმცირესობების როლი და მათთან თანაბარი ურთიერთობა მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ქვეყანას ყავდეს აღიარებული და არაღიარებული უმცირესობები, თუმცა სოციალური კონტრაქტი ყველასთან აუცილებელია. ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც დღეს გვაქვს, როგორებიც ვართ, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა.

ელჩი საქართველოს განვითარების საფეხურებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველომ გიგანტური ნახტომი გააკეთა გათავისუფლებიდან დღემდე, მას აქვს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან.

  •  
  •