კურსდამთავრებულები ბათუმიდან

პეტრე ზამბახიძეპეტრე ზამბახიძე, 38 წლის

პეტრე ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეორე თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - სამართალმცოდნე, იურისტი.
ამჟამად, იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის წევრი. ასევე, პეტრე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესისა და მონიტორინგის კომისიის წევრია.

მარიამ მგელაძემარიამ მგელაძე, 24 წლის

მარიამი ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეორე თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - იურისტი.
ამჟამად, მარიამი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელია.

ნიკოლოზ მეგრელიშვილინიკოლოზ მეგრელიშვილი, 28 წლის

ნიკოლოზი ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა. ამჟამად, მუშაობს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში იურისტის თანამდებობაზე. პარალელურად, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

ჯემალ შერვაშიძე მიქელაძეჯემალ შერვაშიძე მიქელაძე, 23 წლის

ჯემალი ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - ტურიზმის მენეჯერი.
აჟამად, მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესში“, ახალგაზრდების თემატიკის მიმართულებით. არის საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „ISEC“-ის წევრი.

ანა ნიქაბაძეანა ნიქაბაძე, 20 წლის

ანა ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია. იგი სწავლობს ევროპისმცოდნეობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამჟამად, ანა იკვლევს და მუშაობს თემებზე - სამხრეთ კავკასიის რეგიონი და ევროკავშირის პოლიტიკა, ევროკავშირის პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები

ეკა ლორთქიფანიძეეკა ლორთქიფანიძე, 35 წლის

ეკა ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - ჟურნალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.
ამჟამად, მუშაობს ეროვნულ კინოცენტრში. იგი კინო გადაღებების აღმასრულებელი პროდიუსერია. ეკა არის საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომელიც ბათუმში კულტრული მემკვიდრეობის ნგრევის ფაქტებს აპროტესტებს.

თომა ხალვაშითომა ხალვაში, 26 წლის

თომა ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია, პროფესიით აგრომენეჯერი, პიარ-ტექნოლოგი, იურისტი.
ამჟამად, მუშაობს შპს „უნივერსალში“ აგრო უბნის მენეჯერად. მოწვეული ტრენერის სტატუსით ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა საკითხებზე. ერთ-ერთი ბოლო ტრენინგზის თემა საქართველოს ევროპასთან ასოცირება იყო.

ირმა ზოიძეირმა ზოიძე, 42 წლის

ირმა ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - ჟურნალისტი, საგამოძიებო სტუდია REC-ის დამფუძნებელი და ტელეკომპანია „ტვ 25“-ის პოლიტიკურ-ანალიტიკური თოქ-შოუ „დიალოგის“ პროდიუსერი.

გვანცა დიასამიძეგვანცა დიასამიძე, 21 წლის

გვანცა ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეორე თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - იურისტი.
ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ სტაჟიორი და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული აქტიური მოქალაქეების კლუბის წევრია.

ირაკლი თავართქილაძეირაკლი თავართქილაძე, 39 წლის

ირაკლი ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - ფილოსოფოსი, თეოლოგი.
ამჟამად, ირაკლი აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი, პ/პ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი და მედია კოორდინატორი. ასევე, იგი პარტიის მრჩეველია პოლიტიკურ და მედიათან ურთიერთობის საკითხებში.

  •  
  •