კურსდამთავრებულები გორიდან

11354746_952143981483836_1221076841_nალექსანდრე ვალიაური, 34 წლის

ალექსანდრე გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია. მას აკადემიური განათლება ორი მიმართულებით აქვს მიღებული: ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობაში და მაგისტრატურა ფიზიკა-მათემატიკაში. ამჟამად, იგი  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ხელმძღვანელობს. ამასთანავე, იგი საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრია და 2010-2015 წლებში გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაც ეკავა.  2014 წელს საუკეთესო რესპოდენტად დასახელდა ტელე-კომპანიებში "დია" და "თრიალეთი".

ani baliashviliანი ბალიაშვილი, 30 წლის

ანი გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეორე თაობის წარმომადგენელია., პროფესიით - ჟურნალისტი. ამჟამად, იგი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მსმენელია. ანი გადაცემა „ედუკატორის“ წამყვანია „ახალ რადიოში“ www.newradio.ge. პარალელურად, იგი აქტიურად არის ჩართული „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში“ განხორციელებაში.

arina

არინა თავაქარაშვილი, 52 წლის

არინა გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია. მას რამდენიმე პროფესია აქვს: არის მათემატიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და სამართალმცოდნე. ამჟამად, ლექციებს კითხულობს კონსტიტუციურ და საარჩევნო სამართალში. სხვადასხვა დროს, არინა ჩართული იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში, სადაც ძირითადად ქალთა უფლებების კუთხით მუშაობდა. იგი იყო ორგანიზაცია „ქალები უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის“ წევრი, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ რამდენიმე პროგრამის მონაწილე. მათ შორის, „ქალთა პოლიტიკური გააქტიურებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოში“

2გვანცა დოლუაშვილი, 22 წლის

გვანცა გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - ჟურნალისტი. ამჟამად, ტ/კ "თრიალეთის" და სანფორმაციო პორტალ "NEWSPRESS"-ის ჟურნალისტია. ამასთანავე, ინტერნეტგამოცემა "17 მაისის" აქტური ბლოგერია.

 

g.ediSeraSviliგიორგი ედიშერაშვილი, 25 წლის

გიორგი გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეორე თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - ჟურნალისტი. ამჟამად, მუშაობს რადიო ,,ჰერეთის" პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. ასევე, იგი რადიო პორტალ NEWRADIO - ს პროგრამებული განვითარების საკითხებზე მუშაობს და ამავე რადიოში აქვს საავტორო გადაცემა ,,ჯაზი და დემოკრატია."პარალელურად, თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულების მონაწილეობით და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით ახორციელება ინოვაციურ პროექტს „რადიო ბლოგი“. ასევე, გიორგი არის გორში ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დროას" წევრი და ორგანიზაციის ფარგლებში ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლაზე მუშაობს.გიორგი, ამასთანავე, მუშაობს საფეხბურთო კლუბ გორის ,,დილაში" საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე.

t.tedliashvili 3თამარ თედლიაშვილი, 41 წლის

თამარი გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - იურისტი. ამჯამად, ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი; სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე; ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრი და პ/გ ,,თავისუფალი დემოკრატების“  გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია; თამარი აქტიურად არის ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ საქმიანობაში. ასევე, არის გენდერული თანასწორობის ქსელის წევრი. სხვადასხვა დროს, იგი ოთხჯერ მონაწილეობდა ქართულ-ოსური მოლაპარაკებების წარმართვაში.

 

teona1თეონა ფანქველაშვილი, 31 წლის

თეონა გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეორე თაობის წარმომადგენელია. იგი არის როგორც ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეცილისტი, ასევე კავკასიის აკადემიური ცენტრის ბიზნეს ადმინსტრირების კურსდამთავრებული. თეონა მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე საერთაშორისო  და ადგილობრივ არასამათვრობო ორგანიზაციებში. 2014 წელს, დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ადვოკატირების პროექტ ”ახალგაზრდული პარტნიორობა მომავლის პერსპექტივას“ ფარგლებში, შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეებისთვის ატარებდა ტრენინგებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ინფორმირების მიზნით.

 liza 1ლიზა ყაზიშვილი, 34 წლის

ლიზა გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - ფიზიკოსი. ამჟამად, მუშაობს ქ. გორის მერიის კულტურის ცენტრში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და მე-11 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლად. ამასთანავე, არის საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი.

n.gochashvili 1ნათია გოჩაშვილი, 30 წლის

ნათია გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - ისტორიკოსი. ნათია ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია და პარალელურად, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობს. ამასთანავე, იგი არის პ/გ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ამავე პარტიის  ქარელის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

1ნათელა ომაძე, 41 წლის

ნათია გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - ჟურნალისტი. ნათია ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობს. გარდა ამისა, იგი არის საქართველოს მედიაციის ცენტრის ტრენერი/მედიატორი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ გორის კოორდინატორი.

ნანა კაპანაძენანა კაპანაძე, 30 წლის

ნანა გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეორე თაობის წარმომადგენელია. მას დამთავრებული აქვს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით. ამჟამად, მუშაობს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში მთავარ სპეციალისტად.

IMG_0787ნინო გიორგაძე, 27 წლის

ნინო გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია. 2009 წელს დაამთავრა მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. ამჟამად, ნინო გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორია. მისი საქმიანობა  საქმიანობა ქალაქისა და მთლიანად რეგიონის მოსახლეობისათვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსიებისა და შეხვედრების ორგანიზებას უკავშირდება. ნინოს აქვს სამოქალაქო განათლების სფეროში სხვადასხვა ასაკის და პროფესიის სამიზნე ჯგუფთან ტრენერად მუშაობის გამოცდილება.

11293446_876361509098814_148664571_oნინო წეწვაძე, 43 წლი

სგორის გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - ეკონომისტი. ნინო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს. ნინო წეწვაძე არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცერთიფიცირებული საარჩევნო მოხელე.  ამასთანავე, საქმიანობს UNDP და ვანო ხუხაშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ფარგლებში - „თვითმმართველობის საკანონმდებლო ჩარჩო - უფლებები და მოვალეობები“.

s.rezrichenko 1სოფიო რეზრიჩენკო, 32 წლის

სოფიო გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - ჟურნალისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ამჟამად, მუშაობს გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოში საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების მთავარ სპეციალისტად.  ამასთანავე, თანამშრომლობს პოლონეთის საელჩოსთან და ტურისტულ სააგენტოებთან. ასევე მონაწილეობს NIMD-ს მხარდაჭერით შექმნილ ინტერნეტრადიოს (Newradio.Ge) სხვდასხვა პროგრამის შემუშავებაში.

11291834_952145774816990_2031465429_nშალვა ტლაშაძე, 32 წლის

შალვა გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია, პროფესიით  - იურისტი. 2006-2010 წლებში მან გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად, მუშაობს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მრჩეველის პოზიციაზე.

 c.o.1ციცინო ორჯონიკიძე, 51 წლის

ციცინო გორის დემოკრატიის  სკოლის პირველი თაობის  კურსდამთავრებულია. მას ორი პროფესია აქვს: არის ეკონომისტი; და ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი. ამჟამად, ციცინო მუშაობს  ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის მერიაში, ადმინისტრაციული სამსახურის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

 

  •  
  •