კურსდამთავრებულები ქუთაისიდან

ანა ლეფსაიაანა ლეფსაია, 29 წლის

ანა ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეოთხე თაობის წარმომადგენელია,  პროფესიით -  საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ამჟამად, იგი საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილებაში სტაჟიორად მუშაობს.

ბ.ბასიალაიაბაჩანა ბასილაია, 28 წლის

ბაჩანა ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია, პროფესიით ეკონომისტი. ამჟამად, იგი ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მთავარი სპეციალისტია. ასევე დევნილთა საკითხებზე მუშაობას განსაკუთრებულ ყრადღებას უთმობს და არის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომლის ფარგლებშიც ცდილობს პრობლემების მოგვარებაში ხელი შეუწყოს მათ.

1505068_708116319233596_1958537857_nგიორგი კუჭუხიძე, 33 წლის

გიორგი ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია, პროფესიით იურისტი. იგი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.

11038689_777117942369333_6397083903036946687_nგიორგი ოკრიბელაშვილი, 21 წლის

გიორგი ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეოთხე თაობის წარმომადგენელია. იგი ქუთაისში, სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობს და აქტიური სტუნდეტია. ამჟამად, იგი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია.

ეკა არველაძეეკა არველაძე, 29 წლის

განათლების მენეჯმენტის სპეციალისტი ეკა ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია. საქმიანობს ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს უძღვებოდა: „ეროვნულ ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“, „ნდობის აღდგენა და ადრეული რეაგირების მექანიზმი“ (COBERM), „ახალგაზრდებში ნდობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობა ონლაინ თამაშების საშუალებით“. 2015 წლიდან, „ახალგაზრდული მუშაკის“ კვალიფიკაციით უფრო აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების პრობლემების გადასაჭრელად.

თ.კაჭკაჭიშვილითათა კაჭკაჭიშვილი, 35 წლის

თათა ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეოთხე თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - ჟურნალისტი. მას საკმაოდ ხანგრძლივი პროფესიული გამოცდილება აქვს. ამჟამად, იგი რადიო თავისუფლების ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტია.

თამარ ზარნაძეთამარი ზარნაძე, 21 წლის

თამარი ქუთაისის დემოკრატიის სკოლის ურსდამთავრებულთა მეოთხე თაობის წარმოამდგენელია. ამჟამად, ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლობს სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე. პარალელურად, სტაჟირებას გადის იურიდიული დახმარების სამსახურში. თამარი მოხალისეობრივ საწყისებზე სკოლის მოსწავლეებთან ატარებს სემინარებს სამართლებრივ საკითხებზე.

დვალიშვილი 1თინათინ დვალიშვილი, 23 წლის

თინათინი ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეოთხე თაობის წარმომადგენელია. ამჟამად, იგი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია, ტურიზმის მიმართულებით. თინათინი აქტიური სტუნდეტური ცხოვრებით არის დაკავებული - არასამთვრობო ორგანიზაცია „ნეოფილების კლუბის“ ფარგლებში მონაწილეობს სხვადასხვა საინტერესო პროექტის დაგეგმასა და განხორციელებაში.

ია გობიანი (1)იამზე გობიანი, 49 წლის

პროფესიით მათემატიკოსი იამზე გობიანი, ქუთაისის ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეოთხე თაობის წარმომადგენელია. ამჟამად, იგი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ლექციებს კითხულობს. ამასთანავე, არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის "Generations For Peace" მოხალისე. ორგანიზაციის ფარგლებში იამზე ცდილობს წვლილი შეიტანოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ტოლერანტობის გავრცელების ხელშეწყობაში.

ლ.მესხილაშა მესხი, 26 წლის

ლაშა ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეორე თაობის წარმომადგენელია, პროფესიით იურისტი. ლაშა მესხი, ამჟამად, საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ კორესპონდენტია.

ლაშ მურუსიძელაშა მურუსიძე, 28 წლის

ლაშა ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - კრიმინალისტიკური ექსპერტი. ლაშა აქტიურად საქმიანობს რამდენიმე მიმართულებით: იგი არის „ლოკალური თვითმმართველობების განვითარების ფონდის“პროექტის მენეჯერი,  „სტუდენტური დებატების ასოციაციის“ დამფუძნებელი/ტრენერი მოაზროვნეთა  კლუბის  „რა? სად? როდის?“ წევრი.

ჭანჭალეიშვილი 1ლევან ჭანჭალეიშვილი, 30 წლის

ლევანი ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია. მისი სპეციალობაა სამოქალაქო მშენებლობის მენეჯმენტი. დღეისათვის, ის LSGDF-ის მოწვეული ექსპერტია და ჩართულია ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციის პროგრამების მონიტორინგში. ლევანი პარალელურად მონაწილეობს პროფესიული კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში.

მაკა კაჭკაჭიშვილი 2მაკა კაჭკაჭიშვილი, 23 წლის

მაკა არის ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია. ამჟამად, მაკა ლინგვისტიკას სწავლობს და მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში.  ამასთანავე, მაკა ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოფილების კლუბის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტია.

მიხეილ მუმლაძემიხეილ მუმლაძე, 23 წლის

მიხეილი ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა  მეოთხე თაობის წარმომადგენელია. აქვს ბაკალავრის ხარისხი ელექტროინჟინერიაში. ამჟამად,  განაგრძობს სწავლას მაგისტრატურაში, საჯარო მმართველობის მიმართულებით. მიხეილი მუშაობს შპს „ახალ ქსელებში“. პერიოდულად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან სხვადასხვა საგანმანათლებლო  პროგრამების ფარგლებში.

ნათია გუდავანათია გუდავა, 38 წლის

ნათია ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია. მას აკადემიური განათლება  რამდენიმე  მიმართულებით აქვს მიღებული: არის კვების პროდუქტების, სასმელების და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპერტ-საქონელმცოდნე და სერთიფიცირებული სოციალური მუშაკი. ამჟამად, ნათია სსიპ „თბილისის მუნიციპალიტეტის ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსია. თბილისის მერიის/თვითმმართველობის მოხელეებისა და სტუდენტებისათვის პროფესიული განვითარების ტრენინგ-სემინარების ორგანიზება მისი საქმიანობის ნაწილია.

  •  
  •