პიტერ კამაერტი

1a0964aპიტერ კამაერტი - ბიოგრაფია

 

დაბადების თარიღი / ადგილი

1950 წელი, ნიდერლანდების სამეფო


განათლება

პიტერ კამაერტმა ნიდერლანდებში რადბაუდის უნივერსიტეტი დაამთავრა. იგი პროფესიით იურისტია.


სამუშაო გამოცდილება

პიტერ კამაერტს ნიდერლანდების სხვდასხვა ქალაქის მერობის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, სულ ხუთი ჰოლანდიური ქალაქის მერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

2010 წელს და 2012 წლიდან 2015 წლის იანვრამდე იგი იყო სტედებრუკისა (Stedebroec) და როერმონდის (Roermond) მერი და სხვადასხვა დროს, ამავე ქალაქების მერის მოვალეობის შემსრულებელი.

მანამდე, 2003-2009 წლებში იყო ჩრდილო ჰოლანდიის პროვინციაში პატარა ქალაქ ველსენის (Velsen/Ijmuiden) მერი. უფრო ადრე, ექვსი წლის განმავლობაში ოვერაისელის პროვინციაში ქალაქ ოლდენზაალის (Oldenzaal) მერი თანამდებობას იკავებდა. 1993-1997 წლებში იგი ასევე იყო ლინბურგის პროვინციის ქალაქ სიმპელველდის (Simpelveld) მერი.

აღსანიშნავია, რომ პიტერ კამაერტის ბიოგრაფია უკავშირდება პროფკავშირების ეროვნულ კონფედერაციას (NCNV - National Confederation of Christian Trade Unions), სადაც ის საწყის ეტაპზე 1974-1980 წლებში იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა, შემდეგ კი აღმასრულებელი გამგეობის წევრადაც დაინიშნა. 1986 წელს პიტერ კამაერტი პროფკავშირების ეროვნული კონფერედერაციის აღმასრულებელ მდივნად აირჩიეს და სამი წელი ამ პოზიციას იკავებდა, შემდეგი ოთხი წელი კი გაერთიანების ვიცე პრეზიდენტი იყო.

პიტერ კამაერტი დღემდე ბევრი ისეთი ორგანიზაციის აღმასრულებელი ბორდის წევრია, რომელიც სოციალურ, ჯანდაცვის, განათლებისა და საჯარო მმართველობის საკითხებზე მუშაობს.


2015 წელს, 10 ივნისს პიტერ კამაერტი ნიმდის დემოკრატიის ბანაკს საქართველოში ეწვევა.

  •  
  •