კურსდამთავრებულები თელავიდან

არჩილ მჭედლიშვილიარჩილ მჭედლიშვილი, 37 წლის

პროფესიით ჟურნალისტი არჩილი თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია. 2000 წელს მან დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2002 - 2013 იგი იყო ტ/კ "თანამგზავრის" ახალი ამბების დიქტორი.  ამჟამად, არჩილი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტია. არჩილი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, ასევე არის ინტელექტუალური თამაშების კლუბ "რა? სად? როდის?" კოორდინატორი თელავში.

გიორგი კალმახელიძე (2)გიორგი კალმახელიძე, 27 წლის

გიორგი თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია, პროფესიით - სამართალმცოდნე. იგი ამჟამად არის ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. მანამდე, იგი მუშაობდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციაში კორდინაციისა და მართვის დეპარტამენტში. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პროექტის ,,პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის’’ ტრენერად. გიორგი, იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი, ასევე არის ამ ორგანიზაციის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრი.

დავით ჯორჯაძედავით ჯორჯაძე, 48 წლის

პროფესიით იურისტი დავითი თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეხუთე თაობის წარმომადგენელია. 2014 წლიდან, დავითი ქ. თელავის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  მოწვევის დეპუტატია. მანამდე, იგი  მუშაობდა,  საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს სააღსრულებო  დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სააღსრულებო  ბიუროს სპეციალისტად და კახეთის სააღსრულებო  ბიუროს სასამართლო აღმასრულებლად. სამსახურის გარეთ, დავითი  აქტიურად  თანამშრომლობს სხვადასხვა  არასამთავრობო  ორგანიზაციებთან.

ელენე ღარიბაშვილიელენე ღარიბაშვილი, 55 წლის

ელენე თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია. მან დაამთავრა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის სპეციალობით, 1996 წელს - ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. მას აქვს საჯარო, არასამთავრობო, ბიზნესსექტორში და უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება: წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თელავის ფერმერულ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, თელავის დამოუკიდებელ ინსტიტუტში ,,კახეთი“. 2014 წლიდან მუშაობს თვითმმართველი ქალაქი თელავის მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ზაზა-რაიბულიზაზა რაიბული, 42 წლის

ზაზა თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეხუთე თაობის წარმომადგენელია. პროფესიით იგი არის ისტორიისა და სამართალმცოდნეობის სპეციალისტი. ზაზა წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. იგი იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცვლის უფროსი. ასევე იყო შსს-ს ქვემო ქართლის საპარტრულო პოლიციის თანამშრომელი. ამჟამად, იგი არის თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემის, საკრებულოს წევრი, სოფელ ფშავლის მაჟორიტარი დეპუტატი და  ფრაქცია მრეწველების თავჯდომარე.

ია მეტრეველიია მეტრეველი, 31 წლის

პროფესიით იურისტი ია თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მესამე თაობის წარმომადგენელია. ამჟამად, იგი მუშაობს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში დამისამართების ოპერატორად; ასევე, კვლევითი კომპანია BSG-ში ინტერვიუერად და კვლევითი კომპანია ACT-ში მკვლევარ-ინტერვიუერად. ასევე, ია არის რადიო „ჰერეთის“ ბლოგერი; სამსახურის გარეთ, მისი საქმიანობა შემოიფარგლება უპატრონო ცხოველების დახმარებით.

მარიამ ცისკარიშვილიმარიამ ცისკარიშვილი, 40  წლის

მარიამი თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი თაობის წარმომადგენელია. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიურ ენათა სპეციალობით. მიღებული აქვს ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მან ასევე გაიარა კურსები ბულგარეთში, რუსეს უნივერსიტეტსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტის უნივერსიტეტში. ამჟამად, იგი არის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ნინო ლოლაძენინო ლოლაძე, 21 წლის

ნინო თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეხუთე თაობის წარმომადგენელია. მან 2013 წელს დაამთავრა თელავის პირველი საჯარო სკოლა. 2013 წლიდან დღემდე სწავლობს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბისზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე, არის მეორე კურსის სტუდენტი. ნონო აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სამოქალაქო და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროექტებში. ასევე არის სტუდენტური თვითმმართველობის წევრი და აქტიურად მონაწილეობს სტუდენტურ ცხოვრებაში.

Otar Kvirikashviliოთარ კვირიკაშვილი, 30 წლის

ოთარი თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეორე თაობის წარმომადგენელია. იგი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული მედია–ჯგუფისა“ და „კახეთის სამოქალაქო ლიგის“ თანადამფუძნებელი. სხვადასხვა დროს იყო ჯერ „ახალგაზრდა რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ახმეტაში, შემდეგ კი ხელმძღვანელობდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის ახალგაზრდულ ორგანიზაციას.  ოთარი ასევე მუშაობდა ტ/კ „დიას“ განვითარების მენეჯერად და საავტორო გადაცემა „ბიზნეს–სექტორის“ წამყვანად.

 

 

  •  
  •