სტუმრები

ზურაბ ბაქრაძე

ქალაქთმგეგმარებელი, არქიტექტორი. 2013 წლიდან ზურაბ ბაქრაძე ქალაქგეგმარების სფეროში თავისუფალ ექსპერტად საქმიანობს: მონაწილეობს საქართველოს „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსისა“ და რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის შექმნაში.
მისი ბიოგრაფია ძირითადად გერმანული გამოცდილებით არის გამდიდრებული. 2007-2012 წლებში ზურაბ ბაქრაძე არქიტექტორად მოღვაწეობდა საპროექტო სახელოსნო Kulturlandschaft – Stadt, გერმანია. უფრო ადრე, ასევე გერმანიში ქალაქთმგეგმარებელისა და პროექტების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა არქიტექტურულ ბიუროში aid (2007 წლიდან დაგეგმარების შპს AID). 2002-2005 წლებში, ზურაბ ბაქრაძე იყო არქიტექტორი გენერალურ მენაშენეში - MB-Meisterbau, ბორნჰაიმი/ბონი, გერმანია. 1994-1998 წლებში კი არქიტექტურის მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლა ხელოვნებისა და საზოგადოების ალანუსის უმაღლეს სკოლაში (Alanus Hochschule für Kunst und Gesellschaft), ალფტერი/ბონი, გერმანია. იმავე წლებში, არქიტექტორად იმუშავა არქიტექტურულ ბიურო W+S-ში, მაინის ფრაკფურტი, გერმანია.1975 წელს ზურაბ ბაქრაძემ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, სპეციალობით - ქალაქგეგმარება.


11287327_952168708148030_944217753_nგიორგი (გაგა) ნიჟარაძე

ფსიქოლოგიის აკადემიური დოქტორი.გაგა ნიჟარაძე, არის თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი. თსუ-ს ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის განყოფილების დამთავრების შემდეგ 1980-83 წლებში მან გაიარა ასპირანტურა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში და 1985 წელს დაიცვა დისერტაცია.
1980 წლიდან დღემდე გაგა ნიჟარაძე მუშაობს სხვადასხვა კვლევით, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში უფროს მკვლევარად, ლაბორატორიის გამგედ, კვლევითი ჯგუფის უფროსად, კვლევის კოორდინატორად, პროფესორად. 1990 წლიდან გ. ნიჟარაძე კულტურის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს, 1996 წლიდან - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის კვლევისა და ანალიზის განყოფილებას. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ეთნოლოგია, დიდი ჯგუფების ფსიქოლოგია, ევოლუცია და ისტორია. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ეთნოლოგია, დიდი ჯგუფების ფსიქოლოგია, ევოლუცია და ისტორია.

 


YtusestRblMემზარ ჯგერენია

ფილოსოფოსი და სოციოლოგი.2006 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. იგი 2003 წლიდან ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელია. 1987-1998 კი საერთაშორისო საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი იყო. 1998 წლიდან კი მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორად.
ამზარ ჯგერენაია 1990-1993 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის ასპირანტი, ხოლო 2000-1994-2003 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში. მან 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციოლოგის სპეციალობით.

 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nდავით შუღლიაშვილი

ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოლოგიის დოქტორი.მუშაობს კონსერვატორიის ხალხური შემოქმედების კათედრაზე, არის საქართველოს კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის წევრი, ანჩისხატის გუნდის მგალობელი. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა ქართული საეკლესიო გალობა. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართული სამგალობლო სკოლების ტრადიციის, გალობის მრავალხმიანობის შესახებ. გამოსაცემად მოამზადა საგალობელთა და ხალხურ სიმღერათა კრებულები. მონაწილეობს ექსპედიციებში, სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. დავით შუღლიაშვილი ასევე არის ეროვნული ბიბლიოთეკის მუსიკალური განყოფილების უფროსი.
 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nქეთი დევდარიანი

პროფესიით გერმანული ენის სპეციალისტი. უკვე ხუთი წელია „ფორმულა კრეატივთან“ თანამშრომლობით ქმნის თანამედროვე პოპულარულ ქართულ სერიალებს. ის უკვე ორი ცნობილი სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ და შედარებით ახალი - „ხელოვნური სუნთქვის“ სცენარისტია. ასევე, ქეთი აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო საქმიანობაში და სტუდენტებს ასწავლის შემოქმედებით წერას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nსიმონ მაჩაბელი

მხატვარი, დიზაინერი. იგი წლებია ხელოვნების სხვადასხვა სფეროში და მოდის სამყაროში მოღვაწეობს. პროფესიული კარიერა სტუდენტობის ასაკშივე დაიწყო როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვდასხვა თეატრებში. 2015 წლის შემდეგ სიმონი თანამშრომლობს -„Mercedes - Benz fashion week“ - თან. მისი ნამუშევრები ქართული რელიგიური ორნამენტების, ეროვნული კოსტიუმების და პირადი გამოცდილების ესტეთიური ინტერპრეტაციაა.
სიმონი სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში. 2008 წელს, წმინდა მარტინის სახელობის კოლეჯის დასრულების შემდეგ კი სიმონი დაბრუნდა საქართველოში და მოაწყო რამდენიმე ჩვენება, ასევე მუშაობდა კოსტუმების მხატვარად თეატრებსა და ფილმებში. სიმონ მაჩაბელი არის მხატვარი, რომელიც ცდილობს თავი ეფემერული მსოფლიო მოდის ტენდენციებისგან დისტანცირდეს და ქმნის მკაფიო, არასეზონურ ტანსაცმელს, რომელიც ცდება მოდის ჩარჩოებს, გამორჩეული შინაარსობრივად დატვირთული და ხარისხიანი მატერიით.

 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nანდრო დგებუაძე

კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი, ბიზნეს-კონსულტანტი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში. იგი ამჟამად ასევე არის კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი და ტრენერი გუნდური მუშაობის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტისა, მარკეტინგისა და კრიტიკული აზროვნების თემებზე. სხვდასხვა დროს ის თანამშრომლობდა ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორის ორგანიზაციებთან როგორიცაა USAID და მსოფლიო ბანკი. ანდრო ამასთანავე ბლოგერია, მონაწილეობა აქვს მიღებული საჯაროდ სიტყვის გამოსვლის არაერთ პლატფირმაში როგორც საქართველოში (NX) ისე საზღვარგარეთ (TED). მისი ინტერესის სფერო ასევე არის მუსიკა: ჯაზი, ეთნოჯაზი, ფოლკი და სხვა.

 
 
 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nანა ჭაბაშვილი

პროფესიით ფილოლოგი. 2000 წლიდან არის გამომცემლობა "დიოგენეს "მთავარი რედაქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. არის რედაქტორი ისეთი წიგნების, როგორებიცაა: საფრანგეთის სახელმწიფო, მოუკრეფავნი, ადამიანის უფლებათა ლექსიკონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nნიკა ვაჩეიშვილი

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე. 2000- დღემდე ICOMOS საქართველო, წევრი. 2000-2005 საქართველოს წლებში იგი კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციოს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი (www.heritage.ge) გახლდათ. 2002 წლიდან დღემდე ქართული სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრის დირექტორატის წევრია. 2004 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას, 2008 წელს ამ უწყების ხელმძღვანელად, მინისტრად დაინიშნა. ასევე, 2003-2008 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უცხოეთში ქართული კულტურის ძეგლთა კვლევის კომისიის წევრი იყო.
ნიკა ვაჩეიშვილმა 1985-1990 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1997 წელს მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2014 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ცენტრის: "კულტურული მემკვიდრეობა და გარემოს" დირექტორია.

 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nსალომე ბენიძე

პროფესიით ჟურნალისტი. ამჟამად, იგი ადვოკატირებისა და საზოგადოებასტან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციას იკავებს გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA). მუშაობდა საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე მასმედიაში. 2012 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში (კრებულისთვის მოხსენებითი ბარათი, გამომცემლობა ინტელექტი, 2011). მისი ბოლო მოთხორობების კრებული „ქალაქი წყალზე“ წლის ბესტსელერთა რიგებში მოწინავეა. სალომე ასევე ეწევა მთავრგმნელობით საქმიანობას.
2003-2007 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი). სხვადასხვა დროს სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით (ბაკალავრიატი) და ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით (მაგისტრისტრატურა).

 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nირინა ღოღობერიძე

თეატრმცოდნე; თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ქართული სექციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი; ევროპის კულტურის ასოციაციის წევრი; მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი ქართულ, რუსულ, ფრანგულ, ესპანურ, ფინურ, პოლონურ ენებზე; ფრანგულიდან ჟიროდუს, ბეკეტის, საგანის, პენჟეს, მარივოს მთარგმნელი; ქართული თეატრების საზღვარგარეთ (საფრანგეთი, ისლანდია, პოლონეთი, სლოვაკეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და სხვ.) გასტროლების ორგანიზატორი; წაკითხული აქვს ლექციათა კურსი ჟენევის დიპლომატიურ აკადემიაში, აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციის საფრანგეთის ეროვნულ ინსიტუტში, გრენობლის უნივერსიტეტში; სხვადასხვა ქვეყნების თეატრალური ფესტივალების ჟიურის წევრი და თავმჯდომარე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2005 წლამდე); რუსთაველის თეატრის დირექტორის მოადგილე (2010 წლამდე); მიწვეული პროფესორი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ირინა ღოღობერიძე საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და სიტყვიერების ორდენის კავალერია (2001წ.).

 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nაკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი)

პროფესიით ისტორიკოსი. 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტ დაამთავრა. მიღებული აქვს ჯილდოები "საბა" წლის საუკეთესო რომანისთვის 2003 და 2005 წელს. ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, წლის საუკეთესო რომანი - "მამლუქი". მისი მთავარი რომანებია: "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები", "მოგზაურობა ყარაბაღში", "აგვისტოს პასიანსი", "სხვანი", "შობის ღამის ალქაჯები", "სანტა ესპერანსა", მადათოვის ტრილოგია და სხვა. ის რამდენიმე სატალევიზიო გაცემის ავტორიცაა.
ამჟამად, აკა მორჩილაძე ინგლისში ცხოვრობს და მეტწილად ლონდონში მოღვაწეობს.
 
 
 
 
 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nრუსუდან რუხაძე

პროფესიით ჟურნალისტი. რამდენიმე წელია უკვე კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთის“ ჟუნალ „მუდმივის“ მთავარი რედაქტორია. მხატვრული პროზის წერა 2013 წელს დაიწყო, მისი სადებიუტო მოთხრობა შობის წინა დილა ლიტერატურულ გაზეთში გამოქვეყნდა. 2013 წლის ბოლოს გამომცემლობა ინტელექტმა ლიტერატურულ გაზეთსა და ლიტერატურულ პალიტრაში გამოქვეყნებულ მოთხრობებს თავი მოუყარა და რუსუდან რუხაძის პირველი კრებული – ჩაისთან მოსაყოლი ამბები გამოსცა, რომელსაც 2014 წელს ნომინირებული იყო ლიტერატურული პრემია "საბაზე" ნომინაციაში საუკეთესო დებიუტისთვის.
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 2008 წელს კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მედიამენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.
 
 
 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nეკა აღდგომელაშვილი

პროფესიით ჟურნალისტი და ფიზიკოსი. ამჟამად, იგი „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2000 წლიდან მუშაობს ქალთა, გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე. 2003 წლიდან იკვლევს ჰომოსექსუალობის რეპრეზენტაციას მედიაში, 2005 წლიდან უძღვება ლბტ ქალთა უფლებების პროგრამას, 2006-2009 წლებში იყო ლგბტ ჟურნალ „მეს“ რედაქტორი, არის ავტორი/თანაავტორი კვლევებისა გენდერისა და სექსუალობის, ქვეყანაში ლ(გ)ბტ ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის, სიძულვილის ენის მონიტორინგის შესახებ. ეკა არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, უფლებადამცველი, გენდერის საკითხთა ექსპერტი.
 
 
 
 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nგიორგი კიკონიშვილი

პროფესიით ჟურნალისტი. ამჟამად, არის ექსპერიმენტული მულტიმედიური პლატფორმა „მუზამეს“ ავტორი და ხელმძღვანელი და ინტერნეტ გამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ლიბერალის“ ბლოგერი. 2013 წელს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) კონკურსის - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013“ ფარგლებში იგი დააჯილდოვა „ლიბერალში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის „ადამიანი შე ჩემა“.
გიორგი ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი და „თეოთერი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტია.
 
 
 
 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nრუსუდან გოცირიძე

პროფესიით თეოლოგი/ფილოლოგი. 2000 წელს რუსუდან გოცირიძე არჩეულ იქნა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ქალთა განყოფილების ხელმძღვანელად. 2001 წლის ლიკანის კონფერენციაზე რუსუდანი არჩეულ იქნა საეკლესიო კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელად. 2005 წელს საეკლესიო კერებაზე არჩეულ იქნა თეოლოგიური კომისიის წევრად.
2008 წლის სულთმოფენობას რუსუდანი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. ქორ-ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე პასუხისმგებელია ქართლის რეგიონის ეპარქიაზე. რუსუდანი სხვდასხვა დროს კვლევით საქმიანობას ეწეოდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს და ანალიტიკური ჯგუფი.
1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
1994-1997 წლებში სწავლობდა ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის თეოლოგიურ კოლეჯში.


10639570_10152701301479066_395039536261253909_nბონდო კუპატაძე

პროფესიით ისტორიის დოქტორი. ამჟამად, ბონდო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი არაერთი სამეცინიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორია. კვლევის ძირითადი მიმართულებები - საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისტორია, სამართლის ისტორია.
მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1996 წ) დაამთავრა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხით.
 
 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nგიგა ზედანია

პროფესიით ფილოსოფოსი. 2014 წლიდან დღემდე იგი ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორია. მანამდე კი ამავე უნივერსიტეტში იყო ლექტორი პროფესორის და მოგვიანებით კი სრული პროფესორი წოდებით. მოგვიანებით კი ილიას უნივერსიტეტის მოდერნულობის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი გახდა. 2005 – 2009 წლებში იგი იყო სამოქალაქო განათლებისა და კულტურის კვლევების მიმართულების კოორდინატორი ფონდში "ღია საზოგადოება- საქართველო". ასევე მიყავდა გადაცემა "ღამის საუბრების", საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელზე.
1998 წელს მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსები. 2000 წელს, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, უნგრეთში მიიღო შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრის ხარისხი. 2004 წელს კი ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი გახდა.

 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nბაკურ კვაშილავა

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ამჟამად, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლის და პოლიტიკის სკოლის დეკანია. კითხულობს ლექციებს საერთაშორისო ურთიერთობათა შესავალსა და შედარებით პოლიტიკაში. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ასწავლის 2005 წლიდან. 2007 წელს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის შექმნის შემდეგ იგი ამ სკოლის დეკანია. სხვადასხვა დროს ბაკურ კვაშილავა მუშაობდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. 1999-2001 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურში, 2004-2005 წლებში იყო კომპანია ექსონ მობილის წარმომადგენელი საქართველოში, ხოლო ჯიპაში მოსვლამდე მუშაობდა ეუთო-ს მისიაში საქართველოში.
ბაკური იელის უნივერსიტეტის მაგისტრია საერთაშორისო ურთიერთობებში; საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიისა და შედარებითი პოლიტიკის გარდა მისი აკადემიური ინტერესების სფეროს ასევე განეკუთვნება პოლიტიკური რისკის ანალიზი, რეჟიმების ტრანსფორმაცია და პოლიტიკის ანალიზი.
 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nდავით უსუფაშვილი

პროფესიით იურისტი. 2016 წლამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა 2012 წლის ოქტომბრიდან.
მუშაობდა USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამაში (1999-2005). იყო საქართველოს პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი (2000-2001.)
ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (1994–1997); იყო საქართველოს პრეზიდენტის იურიდიული მრჩეველი და მისი წარმომადგენელი პარლამენტში (1992-1994). იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და იურიდიული კონსულტანტი (1990-1994).
ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1992-1996) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (1999-2011).
დავითმ უსუფაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1985-1992). სწავლობდა დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში (1997-1999). იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე (2005-2013).
 


10639570_10152701301479066_395039536261253909_nიოჰანეს დაუმა

პროფესიით ისტორიკოსი. საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების სამეფოს ელჩია 2015 წლის სექტემბრიდან. მანამდე კი ორი წლის განმავლობაში ირანში იგივე პოზიციაზე ორი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. უფრო ადრე კი, ოთხი წლის განმავლობაში სლოვენიაში, ხოლო 2005-2009 წლებში რუსეთში ჰოლანდიის ელჩი გახლდათ. კარიერის პირველ ეტაპზე, ის ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობდა სხვადასხვა პოზიციებზე: ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის დირექტორატის ხელმძღვანელი და პროგრამა მატრას (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამა) ხელძღვანელი 1996 წლიდან.
იოჰანეს დაუმას განათლება ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

  •  
  •